loader

რა ჩანს ვიდეოჩანაწერში? - დაკარგული პროფესორის მეუღლის პირველი კომენტარი, მას შემდეგ, რაც კამერებში მეუღლე ამოიცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჩანს ვიდეოჩანაწერში? - დაკარგული პროფესორის მეუღლის პირველი კომენტარი, მას შემდეგ, რაც კამერებში მეუღლე ამოიცნო

"ვნახე კადრები... ახლა პოლიცია მიხედავს. გუშინდელი კადრებია დილის. წერეთლის N73-თან უაზროდ დადის. თითქოს ვერ იგებს, სად წავიდეს" - ამის შესახებ დაკარგული პროფესორის, გიორგი გახელაძის მეუღლემ, ირმა მალაციძემ palitravideo.ge-ს განუცხადა.

ცნობისთვის, დღეს ირმა მალაციძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეუღლე კამერებში ამოიცნო.

"ხალხო, ცოცხალია! წერეთელზე კამერებში ვნახე! ცუდად ვარ, მეტს ვერ ვიტყვი! ნამდვილად!" - წერს მალაციძე.

გიორგი გახელაძეს თბილისში რამდენიმე დღეა ეძებენ.

როგორც ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერდა, მეუღლე დიდ დიღომში, 19 ივნისს, ავტობუსის გაჩერებაზე დატოვა, ის უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას.