loader

“მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს” - ვილი სანიოლი ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს” - ვილი სანიოლი ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე კომენტარს აკეთებს

22 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ჩეხეთთან შეხვედრას გამართავს.

ნაკრების მწრთვნელმა ვილი სანიოლმა შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროს თურქეთთან მატჩისას:

"რაც შეეხება ბუდუს, არ მგონია ეს შეკითხვა რელევანტური. მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს. გუნდში კონკურენციაა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპონენტებს ვაკვირდებით და ჩეხეთის შესახებ ბევრი ვიცით. მათ თამაშებს განვიხილავთ და ყველა სუსტი, თუ ძლიერი მხარე კარგად ვიცით. ყოველთვის ვიძახი, რომ მთავარი ჩვენი შემართებაა და არა მეტოქის თამაში."