loader

ვარკეთილში, ფიზიკური დაპირისპირება უბნელებს შორის, 19 წლის ბიჭის გარდაცვალებით დასრულდა - რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვარკეთილში, ფიზიკური დაპირისპირება უბნელებს შორის, 19 წლის ბიჭის გარდაცვალებით დასრულდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

თბილისში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება ტრაგიკულად დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება უბნელებს შორის მოხდა. დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.