loader

ქუთაისში, ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა - როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში, ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა - როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. 2 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “მთავარ არხს” თვითმხილველებმა უთხრეს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ბავშვი ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა.

“საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბედნიერები ვართ, რომ პატარას სიცელქე ტრაგედიით არ დასრულდა”, - უთხრა “მთავარ არხს” თვითმხილველმა.