loader

"ეს რესტორანი, „ქვევრი“, აღმოჩნდა „ოცნების“ კარის ბიზნესმენისა და ამავე დროს "პოსტივის" თანამშრომლის - ვინმე ლაშა ბასლანაძის" - რას ყვება ნიკა მელია რესტორანში მომხდარ ინციდენტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს რესტორანი, „ქვევრი“, აღმოჩნდა „ოცნების“ კარის ბიზნესმენისა და ამავე დროს "პოსტივის" თანამშრომლის - ვინმე ლაშა ბასლანაძის" - რას ყვება ნიკა მელია რესტორანში მომხდარ ინციდენტზე?

ნიკა მელია რესტორან "ქვევრში" არ შეუშვეს.აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ეხმაურება და წერს:

"მინდა მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ ესმით "ქოცებს" არა მხოლოდ მომსახურების სფეროში საქმიანობა, არამედ საერთოდ სტუმარ-მასპინძლობა და საერთოდ ქართველობა. ამბავი იმით დაიწყო, რომ ძალიან კარგ ქართველს შეეძინა შვილიშვილი. დაგეგმა ძეობა, ორი დღით ადრე დაუჯავშნია რესტორანი, დამპატიჟა. დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე მცირე ხნით მისვლა. მივედი და ეს რესტორანი, „ქვევრი“, აღმოჩნდა „ოცნების“ კარის ბიზნესმენისა და ამავე დროს პოსტივის თანამშრომლის - ვინმე ლაშა ბასლანაძის. როგორც გაირკვა, „ქვევრის“ პატრონი ქვევრივითაა - რასაც "ოცნება" ჩასძახებს, იმას ამოგძახებს. ზუსტად ასე ამომძახა ძეობაზე მისულს - ათკაციანი დაცვით გარშემორტყმული კართან დამხვდა სამარცხვინოდ, გოიმურად და არაკაცურად - არ შემოხვიდეო. სუფრამდე არც მივსულვარ, რასაც შედეგად მოჰყვა ის რომ მთელმა სუფრამ, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ხალხისგან შედგებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა რესტორანი.ასეთია ქოცური გაგებით ტრადიციებისა და ოჯახის პატივისცემა. მათთვის სტუმარ-მასპინძლობა მხოლოდ პოზნერისთვის გაწელილი ელარჯი და პარლამენტის სკამში ჩამჯდარი გავრილოვია.მადლობა ღმერთს ექიმი არაა, თორემ წარმომიდგენია რამდენს გაწირავდა სასიკვდილოდ."