loader

ოთარ კიტეიშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება - ცნობილია, ითამაშებს თუ არა ხვალინდელ მატჩში ფეხბურთელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთარ კიტეიშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება - ცნობილია, ითამაშებს თუ არა ხვალინდელ მატჩში ფეხბურთელი

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრას ჩეხეთთან გამოტოვებს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ფეხბურთელს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა გუნდთან ერთად დღესაც არ მიუღია.

კიტეიშვილმა ტრავმა 10 ივნისს მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც პირველ ტურში თურქეთთანაც არ უთამაშია.

შეხსენებისთვის, საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.