"კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ვაკის პარკში შედის, შემდეგ კი..." - რას ჰყვება დაკარგული პროფესორის ცოლი?
მესამე დღეა, რაც თბილისში ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ, ირმა მალაციძემ, გაავრცელა.
სამძებრო საქმიანობაში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ, თუმცა აქამდე მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. როგორც გახელაძის მეუღლე ამბობს, 19 ივნისს გიორგი გახელაძე უნივერსიტეტში აპირებდა წასვლას, მანქანით გაჩერებამდე ჩაიყვანა, იქ დატოვა და მას შემდეგ არაფერი გაუგია.
"კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ვაკის პარკში შედის, შემდეგ კი 2 საათით დენი გაითიშა და კვალი იკარგება. ახლა ჩვენი ახლობლები საბაგიროსთან შეიკრიბნენ და კუს ტბის მიმდებარედ ეძებენ", - ამბობს ირმა მალაციძე.