loader

"მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება - ეს გრუნტის მასა არასტაბილურია და პრობლემებს კვლავაც გამოიწვევს" - რას წერს თეა გოდოლაძე "ჯივიპის" მიერ, მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება - ეს გრუნტის მასა არასტაბილურია და პრობლემებს კვლავაც გამოიწვევს" - რას წერს თეა გოდოლაძე "ჯივიპის" მიერ, მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებზე

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე სოციალურ ქსელში "ჯივიპის" მიერ, მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელ სამუშაოებს ეხმაურება. როგორც გოდოლაძე წერს, ის ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. გოდოლაძე აღნიშნავს, რომ "გრუნტის მასა არასტაბილურია და პრობლემებს კვლავაც გამოიწვევს."

"დღეს დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები ვნახეთ. GWP ინტენსიურად აწარმოებს წყლის მილის ნაყარი გრუნტისაგან გათავისუფლებისა და აღდგენით სამუშაოს. ხდება უზარმაზარი ნაყარის “მთის” დატერასება, რათა მილამდე დავიდნენ. დიახ, სამუშაო რისკის შემცველია და მადლობა სამუშაოს შემსრულებლებს. მილის აღდგენით წყლის მიწოდება განახლდება, მაგრამ პრობლება არ გადაწყდება. ეს გრუნტის მასა არასტაბილურია და პრობლემებს კვლავაც გამოიწვევს(მილი ქვემოთ გადის და ამ არაკონსოლიდირებული ნაგვის სიმაღლე საკმაოდ დიდია), დატერასება არ უშველის. ეს მასა უნდა გაიტანონ. მილის ტრაექტორიის შეცვლა კიდევ უფრო რთული პრობლემაა და ხანგრძლივი. ძალიან მინდა მომავალში ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც რისკის მართვა და გადაზღვევა მხოლიდ სიტყვები არ იქნება."