loader

"ჩვენ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ, გვინდა მოვიპოვოთ ქულები" - რას ჰყვება გურამ კაშია BBC-სთან ინტერვიუში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ, გვინდა მოვიპოვოთ ქულები" - რას ჰყვება გურამ კაშია BBC-სთან ინტერვიუში?

"ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა, თუმცა, როცა ჩემს გუნდს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ სიურპრიზების შემოთავაზებაც შეგვიძლია", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს.

"როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მიზნად დავისახე, მეთამაშა ეროვნულ ნაკრებში და მინიმუმ, ერთ დიდ სანაკრებო ტურნირზე გავსულიყავი. 36 წლის ვარ და უკვე კარგა ხანია ვფიქრობდი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე. ისე მოხდა, რომ ბოლო თამაშებში ჩემი ოცნება ახდა. ვერ ვიჯერებდი, მაგრამ ამავე დროს, ვიცოდი, რომ მე ეს დავიმსახურე, ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ მიზანს მივაღწიე. [წინა პლეი-ოფში მაკედონიასთან მარცხის შემდეგ] კიდევ ერთ შანსზე ვფიქრობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ ამას მივაღწევდით... ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა, თუმცა, როცა ჩემს გუნდს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ სიურპრიზების შემოთავაზებაც შეგვიძლია. ჩვენ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ, ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ ქულები. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ გავაბედნიერეთ ჩვენი ქვეყანა კვალიფიკაციით და ვიცი, როგორ გავაბედნიერებთ კიდევ ერთხელ მას, თუ ჯგუფიდან გავალთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია BBC-სთან ინტერვიუში