loader

ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს უკვე მესამედ ტარდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს უკვე მესამედ ტარდება

წლევანდელი ფესტივალი 14 ივნისს ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა ლ. ქერუბინის ოპერის „მედეა“ წარმოდგენით. აღსანიშნავია, რომ ეს ნაწარმოები საქართველოში, კერძოდ, ბათუმში, პირველად შესრულდა. სიმბოლურია, რომ ბიძინა კვერნაძეს თავად აქვს შექმნილი ოპერა „მედეა“, რომლის ფრაგმენტებიც ასევე გაჟღერდა ფესტივალის ფარგლებში.

15 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, ასევე ბათუმში, გაიმართა დიდი ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით. მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ წარმოდგენილ ვერსიებს სცენაზე ასრულებდნენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები: თამარ გვერდწითელი, გიორგი სუხიტაშვილი და სოფო ხალვაში.

წლევანდელი ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის პარტნიორები არიან: კომპანია "ლაქი როუდი", ლიდერი დეველოპერული კომპანია "არქი", Artizan Design Hotel, "გელათი რეზიდენსი", "რედისონ ბლუ ბათუმი", რესტორანი "ლუმი", "პალიტრა მედია ჰოლდინგი", ambebi.ge, ტელეკომპანია "იმედი".