loader

"გო­ო­ოლ! ეს არის ბოლო მისი სი­ტყვა... შენს ქარ­თულ გა­ხეთ­ქილ გულს ვე­ნაც­ვა­ლე" - რას წერენ სოციალურ ქსელში აჭარის ტელევიზიის წამყვანზე, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გო­ო­ოლ! ეს არის ბოლო მისი სი­ტყვა... შენს ქარ­თულ გა­ხეთ­ქილ გულს ვე­ნაც­ვა­ლე" - რას წერენ სოციალურ ქსელში აჭარის ტელევიზიის წამყვანზე, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა "გასტრომოყვარულის" ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, მას ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა.

"მისი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის გოლი აღ­მოჩ­ნდა მისი უკა­ნას­კნე­ლი სი­ხა­რუ­ლი!!! გო­ო­ოლ. ეს არის ბოლო მისი სი­ტყვა და ბოლო მისი სი­ხა­რუ­ლი!!! შენს ქარ­თულ გა­ხეთ­ქილ გულს ვე­ნაც­ვა­ლე, ალე!!! - მშვიდობით, ალეკო, ლეილა, მიყვარხარ, არ მაქვს სიტყვები, რომლითაც განუგეშებ, ლეილა შავიშვილი" - ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი შორენა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს.

ალეკო თხილაიშვილი თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი - ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.