loader

ვრცელდება კადრები რუსთავიდან, სადაც მოძრავი ავტომობილიდან გოგო გადმოხტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები რუსთავიდან, სადაც მოძრავი ავტომობილიდან გოგო გადმოხტა

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილიდან 20 წლის გოგო გადმოხტა. [ვიდეო/video]

გოგო ავტომობილში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა ლალი ღირსიაშვილმა განუცხადა, პაციენტს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.

მისი თქმით, პაციენტს დაზიანებები აქვს თავისა და ზედა კიდურების არეში. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.