loader

"SOS! არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!" - თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ: ცოლი საზოგადოებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"SOS! არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!" - თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ: ცოლი საზოგადოებას მიმართავს

თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. გიორგი გახელაძის მეუღლის, ირმა მალაციძის ცნობით, ის გუშინ დილით გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. გათიშულია მისი მობილური ტელეფონი.

"SOS! არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს!

გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის.

პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ.

გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ.

უცნობებისთვის ვწერ - გიორგი გახელაძე, სიმაღლე 180 სმ. ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. თან ჰქონდა ზურგჩანთა.

თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, დამირეკეთ: 599 31 10 90" - წერს ირმა მალაციძე.