loader

“ამაყი ვარ გუშინდელი დღით; ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა“ - რას წერს თემურ ქეცბაია ისტორიული მატჩის შესახებ, სადაც ატირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამაყი ვარ გუშინდელი დღით; ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა“ - რას წერს თემურ ქეცბაია ისტორიული მატჩის შესახებ, სადაც ატირდა

“ამაყი ვარ გუშინდელი დღით და საქართველოს ნაკრების თამაშით. გამართულად და ხარისხიანად ვითამაშეთ, ტრიბუნაზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა და ალბათ ყველამ თავის ოჯახის წევრის, ახლობლის თუ მეგობრის წილი ხმა ჩამოიტანა გერმანიამდე. ისტორიული ამბის მონაწილეები ვართ და მჯერა, შემდეგ მატჩებში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ.

ჩვენი პირველი გამოცდა მაღალ დონეზე ჩავაბარეთ და მადლობა ყველას, ვინც გუშინდელი დღე ასეთი დასამახსოვრებელი გახდა წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს " - წერს თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში.