loader

გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი გუშინდელი მატჩის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი გუშინდელი მატჩის შემდეგ

18 ივ­ნისს თურ­ქე­თის ნაკ­რებ­თან გან­ცდი­ლი მარ­ცხის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტებს აქ­ვეყ­ნე­ბენ:

"სა­დე­ბი­უ­ტო თა­მა­ში @euro2024-ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვე­მახ­სოვ­რე­ბა. ვა­მა­ყობ ჩემი გუნ­დით და ჩემი ხალ­ხით! თა­მა­ში, სა­დაც ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რომ არას­დროს დავ­ნებ­დე­ბით! მად­ლო­ბა გვერ­დში დგო­მის­თვის. #მე­ვარ­სა­ქარ­თვე­ლო #GM25", - წერს გი­ორ­გი.

"უფრო ძლი­ე­რე­ბი დავ­ბრუნ­დე­ბით. მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის და სა­ო­ცა­რი გა­რე­მოს შექ­მნის­თვის", - ვკი­თხუ­ლობთ ზუ­რი­კოს პოს­ტში.

შე­გახ­სე­ნებთ,18 ივ­ნისს გერ­მა­ნი­ა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი გა­მარ­თა. ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 3-1 დას­რულ­და.

მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­ღა­ვა­თო ბრძო­ლა იყო. ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თავ­და­დე­ბა და თავ­გან­წი­რუ­ლი თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს უიღ­ბლო­ბაც და­ე­მა­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის ბოლო წუ­თე­ბი იყო, როცა ჩვენ­მა გუნ­დმა შტურ­მი მო­ა­წყო მე­ტო­ქის კარ­თან, თუმ­ცა გოლი არ გა­სუ­ლა.