loader

"სამწუხაროდ, უნდა გითხრათ..." - საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" გამო საპასუხო ზომების მიღება იგეგმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროდ, უნდა გითხრათ..." - საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" გამო საპასუხო ზომების მიღება იგეგმება

"სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ გავდივართ საკმაოდ რთულ პერიოდს ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, რომ თუ კანონი უცხოური გავლენის შესახებ ამოქმედდებოდა, ეს უარყოფითად იმოქმედებდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს სწორედ ასე მოხდა და მომდევნო კვირას ევროკავშირი იმსჯელებს შედეგებზე. დისკუსიები გაიმართება ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ერთი კვირის შემდეგ კი ლიდერების დონეზე, სადაც პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები იმსჯელებენ, თუ რა ზომები უნდა იქნეს გატარებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.

ვიდეო: "მთავარი არხი"