loader

ცნობილი ხდება, იმ მამაკაცის ვინაობა, რომლის მატჩის დროს გადაღებული ფოტო ვირუსულად გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი ხდება, იმ მამაკაცის ვინაობა, რომლის მატჩის დროს გადაღებული ფოტო ვირუსულად გავრცელდა

სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის თა­მა­ში­დან სტა­დი­ონ­ზე მყო­ფი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის არა­ერ­თი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ფოტო გავ­რცელ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც ერთი ფო­ტოა, რო­მელ­ზეც თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სექ­ტორ­ში ერთი ქარ­თვე­ლის მიერ აფ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ჩანს.

მე­ო­რე დღეა, რაც უც­ნობ მა­მა­კაცს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გამ­ბე­და­ო­ბას უქე­ბენ, წე­რენ, რომ უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა გერ­მა­ნი­ა­ში თა­ვი­სი "დიდ­გო­რი მო­ი­გო". ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იმა­საც კი­თხუ­ლობს, თუ რო­გორ გა­და­ურ­ჩა თურქ გულ­შე­მატ­კივ­რებს.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, დრო­ში­ა­ნი მა­მა­კა­ცი თენ­გო ჯა­ნა­ში­აა. ის მატჩზე და­სას­წრე­ბად მე­უღ­ლეს­თან, ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნი­ას­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვი­და.

"არ ინერ­ვი­უ­ლოთ, კარ­გად ვართ“, - წერს ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მე­უღ­ლის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

დარ­ჯა­ნია-ჯა­ნა­ში­ას ოჯა­ხი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. უფ­რო­სი ვაჟი, გი­ორ­გი დარ­ჯა­ნია, "კო­მა­რო­ვე­ლია" და ახლა გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობს. ოჯა­ხი მე­დი­ას­თან სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა, რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა მოგ­ვიყ­ვა, თენ­გო ჯა­ნა­შია და ხა­თუ­ნა დარ­ჯა­ნია უმ­ცროს შვილ­თან ერ­თად, გერ­მა­ნი­ა­ში ფეხ­ბურ­თის მატჩზე და­სას­წრე­ბად და უფ­რო­სი ვა­ჟის სა­ნა­ხა­ვად ჩა­ვიდ­ნენ, ად­გილ­ზე გი­ორ­გიც შე­უ­ერ­თდათ და ოჯა­ხი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რის სექ­ტორ­ში აღ­მოჩ­ნდა. განაგრძეთ კითხვა