loader

"ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა" - აჭარის ტელევიზიის წამყვანი 45 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა" - აჭარის ტელევიზიის წამყვანი 45 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა "გასტრომოყვარულის" ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი - ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სოციალურ ქსელში წერენ, მას ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა.