loader

"ასე არ სჯობს?! ყოჩაღ, დარწმუნებული ვარ, ყველას გული მოუბრუნე" - საბა საზონოვის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასე არ სჯობს?! ყოჩაღ, დარწმუნებული ვარ, ყველას გული მოუბრუნე" - საბა საზონოვის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"ასე არ სჯობს?! ყოჩაღ, დარწმუნებული ვარ, ყველას გული მოუბრუნე" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში და საბა საზონოვის ვიდეოს აზიარებს, რომელიც გუშინდელ მატჩში ნაკრებს ქომაგთა ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა "ტორინოს" ქართველი ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ტურნირის განაცხადს მიღმა დატოვა, საბა საქართველოს ნაკრებს ტრიბუნებიდან გულმხურვალედ გულშემატკივრობდა.

"თავის დროზე რომ ექნა, ასე მთელი ერი არ გადაუვლიდა და ახლა ევროზეც იქნებოდა...

რა ქნა და, როცა ევროზე გავედით, არ აღნიშნა ბიჭებთან ერთად...

ნანუკა, ვის დასწყვიტა გული ამ ბიჭმა..ამ ბიჭის არგამოძახება მწრთვნელის კისერზეა..ამ ბიჭის წვლილიც არის იმაში, რომ დღეს ჩვენს ნაკრებს ევროპაზე ვგულშემატკივრობთ...

ყოჩაღ, საბა ,მაგარი ადამიანი ხარ..მოვა შენი დროც, როდესაც საქართველო შენით იამაყებს...

ზოგს ეგონა, რომ დაიბოღმებოდა?! ეს არის სწორი საქციელი! ღირსეული საქციელია, მოვა მისი დროც...

ეს მაგარი ბიჭი რომ არ თამაშობდა, ძალიან დამწყდა გული..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეო: Geo Team