loader

რას ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი გიორგი მამარდაშვილის მეტოქის საჯარიმოში ჩასვლაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი გიორგი მამარდაშვილის მეტოქის საჯარიმოში ჩასვლაზე?

"გიორგის გამოყვანა კარიდან იმის მაგალითი იყო, რომ ჩვენ ვიბრძვით ქულისთვის და არა იმისთვის, რომ რაიმე დავკარგოთ. როდესაც რაიმეს ვაკეთებთ, იმისთვის ვაკეთებთ, რომ უკეთესობა იყოს. ვცადეთ, გიორგის სახით უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონოდა, გოლი გაგვეტანა", - თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის შემდეგ მედიასთან.

ცნობისთვის, დორტმუნდში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან ანგარიშით 3:1 წააგო.

მესამე გოლი მატჩის 97-ე წუთზე თურქმა ფეხბურთელმა მაშინ გაიტანა, როოდესაც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში იყო.