loader

“შე­ვეც­დე­ბით, რომ აღ­ვიდ­გი­ნოთ ეს ძა­ლე­ბი და მე­ო­რე თა­მა­ში უკე­თე­სად და უფრო ძლი­ე­რად ვი­თა­მა­შოთ” - გიორგი ქოჩორაშვილის პირველი კომენტარი თურქეთთან თამაშის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შე­ვეც­დე­ბით, რომ აღ­ვიდ­გი­ნოთ ეს ძა­ლე­ბი და მე­ო­რე თა­მა­ში უკე­თე­სად და უფრო ძლი­ე­რად ვი­თა­მა­შოთ” - გიორგი ქოჩორაშვილის პირველი კომენტარი თურქეთთან თამაშის შემდეგ

გერ­მა­ნი­ა­ში, დორ­ტმუნდში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩი გა­მარ­თა.

ჩვე­ნი გუნ­დი თურ­ქეთს და­უ­პი­რის­პირ­და. მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 3-1 დას­რულ­და.

მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­ღა­ვა­თო ბრძო­ლა იყო. ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა თავ­და­დე­ბა და თავ­გან­წი­რუ­ლი თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს უიღ­ბლო­ბაც და­ე­მა­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩის ბოლო წუ­თე­ბი იყო, როცა ჩვენ­მა გუნ­დმა შტურ­მი მო­ა­წყო მე­ტო­ქის კარ­თან, თუმ­ცა გოლი არ გა­სუ­ლა.

მატ­ჩის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­სა­ხელ­და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ნა­ხე­ვარმცვე­ლი გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი. მან თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბი­სას პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

"სა­სი­ხა­რუ­ლოა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი თა­მა­შის ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ იმ შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, რისი მიღ­წე­ვაც გვინ­დო­და თა­მა­ში­დან გა­მომ­დი­ნა­რე,

შე­ვეც­დე­ბით, რომ აღ­ვიდ­გი­ნოთ ეს ძა­ლე­ბი და მე­ო­რე თა­მა­ში უკე­თე­სად და უფრო ძლი­ე­რად ვი­თა­მა­შოთ, იმი­ტომ, რომ იყო პირ­ვე­ლი 20 წუთი რო­მე­ლიც შეგ­ვეძ­ლო რომ უკე­თე­სად გვე­თა­მა­შა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­მუ­შა­ვეთ და იმე­დი მაქვს, რომ მე­ო­რე თა­მაშს ის შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა, რა­საც ვიმ­სა­ხუ­რებთ...

ვი­დე­ოს ვნა­ხავთ, გან­ხილ­ვა გვექ­ნე­ბა ამ თა­მა­შის და შე­ვეც­დე­ბით, შეც­დო­მე­ბი რაც იყო და ის კარ­გი თა­მა­ში ჩე­ხეთ­თან უკე­თე­სი და უფრო მა­გა­რი იყოს,“ - ამ­ბობს ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი. ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და:

სა­სი­ხა­რუ­ლოა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი თა­მა­შის ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ იმ შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, რისი მიღ­წე­ვაც გვინ­დო­და თა­მა­ში­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გვქონ­და ბევ­რი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც შეგ­ვეძ­ლო, რომ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. მაგ­რამ არა­ფე­რი, გა­ვაგ­რძე­ლებთ შრო­მას. მად­ლო­ბა ყვე­ლა ქარ­თველს, რო­მე­ლიც ჩა­მო­ვი­და, დაგ­ვა­ფა­სა, ასე­ვე იმ ხალ­ხს, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან გვი­ყუ­რებ­და და გვი­გულ­შე­მატ­კივ­რა,“ - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.