loader

"ამ უწყლობისას, ამ ვიდეოს ჩვენება არ არის კარგი საქციელი" - რა გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში თბილისის ზოოპარკის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ უწყლობისას, ამ ვიდეოს ჩვენება არ არის კარგი საქციელი" - რა გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში თბილისის ზოოპარკის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს

"ბეგიმ კბილებიც გაიხეხა, პირიც დაიბანა და ტანიც. და თქვენ რას შვრებით?" - თბილისის ზოოპარკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში სახალისო გამოხმაურება მოჰყვა.

"საყვარელი ბეგლარი, ის მაინც იყოს დაბანილ-დავარცხნილი...

ამ უწყლობისას, ამ ვიდეოს ჩვენება არ არის კარგი საქციელი...

ჩვენ კი ვართ წყლის მოლოდინში...

ჩვენც იმავეს ვიზამთ, წყალი თუ გვაღირსეს...

მოვდივარ ბეგისთან საბანაოდ...

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ბეგის გვშურდეს..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ცნობისთვის, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო, თბილისის მოსახლობის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება.