loader

ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა - რა ინფორმაციას ავრცელებს მუნიციპალიტეტის მერია გუშინ, გვიან ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა - რა ინფორმაციას ავრცელებს მუნიციპალიტეტის მერია გუშინ, გვიან ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ

გუშინ, გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა (წვიმა, სეტყვა) ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე (კერძოდ, ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე) გამოიწვია მეწყრული პროცესი, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ჩაიკეტა.

დილიდანვე მყისიერად მოხდა სტიქიის ადგილზე ხუთი ერთეული ტექნიკის მობილიზება და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.

ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო. მობილიზებულია ენერგო-პროჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

სტიქიის ადგილზე დილიდანვე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.