loader

"დორტმუნდი პატარა საქართველოა" - ცნობილი სახეების შეხვედრა გერმანიაში და კადრები თვითმფრინავიდან, რომლებშიც ჩანს, როგორ გულშემატკივრობენ შოუბიზნესის წარმომადგენლები ეროვნულ ნაკრებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დორტმუნდი პატარა საქართველოა" - ცნობილი სახეების შეხვედრა გერმანიაში და კადრები თვითმფრინავიდან, რომლებშიც ჩანს, როგორ გულშემატკივრობენ შოუბიზნესის წარმომადგენლები ეროვნულ ნაკრებს

ცნობილი სახეები საქართველოდან დორტმუნდში ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ უკვე გაემგზავრნენ.

თვითმფრინავში გადაღებულ კადრებს თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

თაკო ჩხეიძის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში კი ჩანს ძმები არველაძეების, თემურ ქეცბაიას და სხვა ცნობილი ქართველების შეხვედრა გერმანიაში.

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთთან დღეს გამართავს. შეხვედრა დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში - პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ამასთან, "მიხეილ მესხის სტადიონზე" საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ. დასწრება უფასო იქნება.