loader

“დაარწმუნა, რომ შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლება“ - საგამოძიებო სამსახურმა სხვისი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დაარწმუნა, რომ შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლება“ - საგამოძიებო სამსახურმა სხვისი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით ბრალდებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, დაარწმუნა იგი, რომ თითქოს მუშაობდა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ უდო-ს კომისიაში და შეეძლო კონკრეტული მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 2 700 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4- დან 7 წლამდე ვადით.