loader

"ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ!" - რას წერს ჟურნალისტი თამარ შარიქაძე, რომელმაც ტელეკომპანია "იმედი" დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ!" - რას წერს ჟურნალისტი თამარ შარიქაძე, რომელმაც ტელეკომპანია "იმედი" დატოვა

"ჩემი და ტელეკომპანია იმედის თითქმის ხუთ წლიანი თანამშრომლობა დასრულდა," - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი თამარ შარიქაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ძალადობას არასდროს და არსად წავახალისებ! მე არასდროს ვიქნები ისეთ გადაუმოწმებელ ფაქტებზე ხელმომწერი, რომელიც ძალადობას ახალისებს! მადლობა ყველაფრისთვის, ყველა იმ გამოცდილებისთვის, ცოდნის მიღებისთვის და შანსისთვის რაც ამ ნიუსრუმმა მომცა. გულწრფელად წარმატებას გისურვეთ მათ, ვისთვისაც ეს საქმე ისევ იმ ღირებულებებზე დგას, რომელიც საკუთარ სინდისთან მართალია მეტი კონკრეტიკისთვის, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა. უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, მადლობა ჩემს კოლეგებს და მეგობრებს ქრონიკაში, რომლებიც ღირსეულად გვერდით დამიდგნენ, რადგან ისინიც ჩემს აზრზე არიან!" - წერს თამარ შარიქაძე.