loader

"როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვიფიქრე, მე აქ (რუსეთში) ვერ გავჩერდები ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო... კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე" - ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვიფიქრე, მე აქ (რუსეთში) ვერ გავჩერდები ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო... კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე" - ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგი

"საქართველოს, ქართველ ხალხს მუდამ გულით ვატარებ. სამშობლოს სიყვარული ასეთია. ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, ჩემი გულშემატკივარი ბავშვებისთვის (თუნდაც არ იყვნენ გულშემატკივრები, მაინც ქართველები არიან და მათთვის ვაკეთებ ყველაფერს). სულ მინდა, რომ ვაამაყო" - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგშია ნათქვამი, რომელიც theplayerstribune.com-ზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების მერე რუსეთიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"საქართველოს, ქართველ ხალხს მუდამ გულით ვატარებ. სამშობლოს სიყვარული ასეთია. ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, ჩემი გულშემატკივარი ბავშვებისთვის (თუნდაც არ იყვნენ გულშემატკივრები, მაინც ქართველები არიან და მათთვის ვაკეთებ ყველაფერს).

სულ მინდა, რომ ვაამაყო.

2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. ომი დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, კაცთმკვლელობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მგონი, მარტივია - მშვიდობა უნდა სუფევდეს. ასე რომ, როდესაც ომი დაიწყო, ვიფიქრე „მე აქ (რუსეთში) ვერ გავჩერდები“, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე.

გადავედი ბათუმის "დინამოში", მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში. იცი, რომელ ქვეყანას ვგულისხმობ!!

სახლში დაბრუნება მაგარი იყო. დავფრინავდი სიხარულისგან. სტადიონები სავსე იყო ხოლმე მაყურებლით. თითქოს ჩემს უბანში დავბრუნდი და ისევ ცემენტზე ვთამაშობ.

ოღონდ დასისხლიანებული მუხლები აღარ მქონდა" - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ბლოგი სრულად იხილეთ ბმულზე>>>