loader

"გაუსაძლისი გახდა" - ცნობილები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაუსაძლისი გახდა" - ცნობილები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თაღლითები ქმნიან ყალბ გვერდებს ცნობილი ადამიანების სახელებითა და გვარებით, აქვთ მოპარული ცნობილი ადამიანების ლაივები და მათგან მოპარულ ლაივებზე აქვთ დამონტაჟებული ციფრები, ვითომდა ციფრების გამოცნობაში 10.000 ევროს მოგცემენ.

პირადში გწერენ, გამარჯვებული ხარო, გადადი ჩვენს საიტზე და დარეგისტრირდიო. ადამიანები იჯერებენ, რეგისტრირდებიან, რეგისტრაციის დროს ავსებენ ველებს, პირად მონაცემებს, ტელეფონის ნომერს, email მისამართს, ბანკის რეკვიზიტებს და თაღლითებს ასე აქვთ სრული წვდომა თქვენს საბანკო ანგარიშებზე. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლიათ იშოპინგონ თქვენი საბანკო ბარათებით.