loader

"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს და მამას, ბადრი კვარაცხელიას აკრიტიკებს - იტალიური საფეხბურთო კლუბი განცხადებას აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს და მამას, ბადრი კვარაცხელიას აკრიტიკებს - იტალიური საფეხბურთო კლუბი განცხადებას აქვეყნებს

"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა გადაცემაში "სპორტი იმედზე" თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

წყარო: sportall.ge