loader

"კვარამ გასახდელში ბოლო სიტყვა დატოვა და ძალიან მაგარი იყო" - გურამ კაშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვარამ გასახდელში ბოლო სიტყვა დატოვა და ძალიან მაგარი იყო" - გურამ კაშია

"კვარამ გასახდელში ბოლო სიტყვა დატოვა და ძალიან მაგარი იყო" - ამბობს გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიას ემოციურ სიტყვებზე, რომლითაც ფეხბურთელმა გასახდელში, საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალამდე თანაგუნდელებს მიმართა.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას ემოციურ სიტყვებზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ დაახლოებით 2 თვის წინ ისაუბრა.

"ზუსტად თამაშზე გასვლის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ ითხოვა სიტყვა. შევკარით წრე. ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა და ასეთი რამ თქვა: "ჩემო ძმებო და მეგობრებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი. ეს ის მომენტია, როდესაც შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ. ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ". აქ მივხვდი, რომ რაღაც ჩვენთვის სასიხარულო უნდა მომხდარიყო", – თქვა დავით ხარაბაძემ.

ვიდეო: ეროვნული ნაკრები