loader

"დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ საგულშემატკივრო ისტორიებს შორის თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს" - რას წერს შოთა არველაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ საგულშემატკივრო ისტორიებს შორის თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს" - რას წერს შოთა არველაძე?

Wolt-ის კურიერი შადიმან ხარშილაძე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისიდან გერმანიაში სკუტერით ჩავიდა.

ეროვნული ნაკრების ცნობით, მან რეკორდი დაამყარა და სკუტერით კურიერული მომსახურება ყველაზე დიდ დისტანციაზე განახორციელა. სკუტერით 12-დღიანი მისი მოგზაურობა თბილისიდან დაიწყო და გერმანიის ქალაქ ფელბერტში დასრულდა.

"შევძელი! შევძელი! მე ეს თქვენი მხარდაჭერით, გამხნევებით, მოკითხვით, ლაიქით, ყურადღებით შევძელი! ქართველმა დელივერის ისტორიაში სკუტერით ყველაზე დიდ მანძილზე, თბილისიდან დიუსელფორში 4 000 კმ-ზე შეკვეთა საქართველოს ნაკრებისთვის შეასრულა. ღმერთო დიდებულო, სიტყვა ქართველს რამდენი რამე შეძლებია!" - წერს შადიმან ხარშილაძე.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში შოთა არველაძეც გამოეხმაურა:

"დორტმუნდში გავიცანი შადიმან ხარშილაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისიდან გერმანიამდე მოპედით 4 000 კილომეტრზე მეტი გაიარა. მისი გადაწყვეტილება გუნდის გამხნევების და გულშემატკივრობის არაჩვეულებრივი მაგალითია. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ საგულშემატკივრო ისტორიებს შორის თავის ადგილს აუცილებლად დაიკავებს".