loader

რაჭაში, ონთან ზედიზედ 4.3. მაგნიტუდის და 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - რა ინფორმაციას ავრცელებს სეისმური ცენტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაჭაში, ონთან ზედიზედ 4.3. მაგნიტუდის და 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - რა ინფორმაციას ავრცელებს სეისმური ცენტრი

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძრა ქალაქ ონთან - სოფელ ცხმორში მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა.

ამასთან, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა "აფთერშოკიც", რომლის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.

შეგახსენებთ, ქალაქ ონთან მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც დაფიქსირდა, მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

ინფორმაციას თეა გოდოლაძეც ავრცელებს:

“ონთან მიწისძვრაა. პირველადი მონაცემით მაგნიტუდა 4.3.

კიდე მოჰყვა, მაგნიტუდა 4 იანი ონთან. როგორ ხართ რაჭველებო?“- წერს გოდოლაძე.