loader

რუსული მედიის ცნობით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლად აყვანილი თანამშრომლები გაათავისუფლეს, დამნაშავეების ლიკვიდაცია განხორციელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული მედიის ცნობით, წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლად აყვანილი თანამშრომლები გაათავისუფლეს, დამნაშავეების ლიკვიდაცია განხორციელდა

რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლად აყვანილი თანამშრომლები გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როსტოვის ოლქში, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მთავარი სამმართველოს №1 წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციისას დამნაშავეების ლიკვიდაცია განხორციელდა, მძევლად აყვანილი თანამშრომლები გაათავისუფლეს და ისინი არ დაშავებულან“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში დანით შეიარაღებულმა პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს.