loader

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

"ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ.

ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან საუბნო განყოფილებაში, რომელიც ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს. ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება 15 და 16 ივნისს, უქმე დღეებშიც იმუშავებს," - ნათქვამია განცხადებაში.