loader

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 700 000-მდე რუსი სამხედრო მონაწილეობს.

„ჩვენ გვყავს თითქმის 700 000 ადამიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

დეკემბერში პუტინმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის ზონაში 617 000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. აპრილში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საკონტრაქტო სამსახურს წლის დასაწყისიდან 100 000 მეტი ადამიანი შეუერთდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იანვარში განაცხადა, რომ უკრაინის ჯარში 880 000 სამხედრო მსახურობს, ერთი თვით ადრე კი მან განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, დაახლოებით, 600 000 ადამიანი იბრძოდა.