loader

თბილისის საკრებულომ იპოდრომთან 79-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას მხარი დაუჭირა, ხოლო 40-მდე ჰექტარზე ცენტრალური პარკი გაშენდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საკრებულომ იპოდრომთან 79-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას მხარი დაუჭირა, ხოლო 40-მდე ჰექტარზე ცენტრალური პარკი გაშენდება

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი, რომლის მიხედვითაც, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, ხოლო დანარჩენ 40-ამდე ჰექტარზე ცენტრალური პარკის გაშენება.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის, რევაზ სოხაძის განცხადებით, გარდა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისა, „იპოდრომზე, დაახლოებით, 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, რომლის სამუშაოებიც უკვე მიმდინარეობს“.