loader

"შემეფეთა "ფეიკ" დომენიკ მანგო, ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი... 100-დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნება..." - რას ჰყვება ბექა ოდიშარია გუშინ სუპერმარკეტში მომხდარ ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემეფეთა "ფეიკ" დომენიკ მანგო, ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი... 100-დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნება..." - რას ჰყვება ბექა ოდიშარია გუშინ სუპერმარკეტში მომხდარ ფაქტზე?

როგორც კი მან “რუსეთის მონა” დამიძახა პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული მხოლოდ ერთი სიტყვაა და ის რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის თავად. არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. მანახეთ სად წერია, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, როცა მონას მეძახიან , - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინდელ შემთხვევას, რა დროსაც მას სუპერმარკეტში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ოდიშარიას თქმით, “ეს ადამიანი დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში”