loader

“ხან დაგდებულს მირტყამენ, ხან ამაყენებენ, ისე მირტყამენ - არც ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, არც არავინ გამოუკითხავთ პოლიციის მხრიდან“ - ალეკო ელისაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ხან დაგდებულს მირტყამენ, ხან ამაყენებენ, ისე მირტყამენ - არც ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, არც არავინ გამოუკითხავთ პოლიციის მხრიდან“ - ალეკო ელისაშვილი

„დაზარალებულად არ მცნეს, „ტვ პირველმა“ რაც გაავრცელა, იმ კადრებში ჩანს, სახელმწიფო კანცელარიასთან, ათეულობით პოლიციელი დგას, შემათრიეს, ხან დაგდებულს მირტყამენ, ხან ამაყენებენ, ისე მირტყამენ, სახეზე ჩანს რამდენიმე ტიპი. საქმე აღძრეს, რადგან ისეთი ფაქტი იყო, ხელის გულზე ჩანდა ყველაფერი. არც ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, არც არავინ გამოუკითხავთ პოლიციის მხრიდან - ამბობენ, პოლიციას მივწერეთ, კადრში პოლიციელები რომ ჩანან, ვინ არიანო და ჯერ არ უპასუხიათო. დაზარალებულად არ მცნობენ, რომ მცნონ, ყველა მასალაზე წვდომა უნდა მქონდეს. წარმოიდგინეთ რა სასაცილოა, ამ ერთი კადრით ხელმძღვანელობდნენ, მე და ჩემი ადვოკატი რომ მივედით, ვუთხარით, საქართველოში ყველაზე დაცული სამთავრობო შენობა სახელმწიფო კანცელარიაა, 10 000 კამერა აქვს გარშემო, ღამეც რომ ხედავს, დღეც, ამოიღეთ ჩანაწერი და ნახეთ-მეთქი. ერთადერთი ჩანაწერი ამოიღეს, მთელი დღეა ვხუმრობ, ძმებმა ლუმიერებმა რომ კინო მოიგონეს და პირველი კინოაპარატი, აჩქარებული ხალხი რომ დადიოდა სწრაფ-სწრაფად, ის გაცილებით მაგარი ხარისხისაა, ვიდრე 5-წამიანი კადრი, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა და სადაც არაფერი ჩანს.

არადა ისეთი მძიმე მუხლითაა საქმე აღძრული, რომ სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს - მაღალი თანამდებობის პირზე თავდასხმა, განზრახ თავდასხმა, იმუნიტეტი მიცავდა და ეს ხომ საშინელი ამბავია, ორგანიზებული, ჯგუფური, ძალაუფლების გადამეტება, ჩამოხრჩობა არ არის, თორემ ჩამოხრჩობას რომ უნდა ითვალისწინებდეს, ისეთი მუხლია და ვერ გაარკვიეს პოლიციელები, რომლებიც კადრებში ჩანან, ვინ არიან. ხაბეიშვილი დაზარალებულად ცნეს, რადგან მისი ჩაფარცხვა ძალიან მარტივია, არც ხაბეიშვილს ახსოვს ისინი, ვინც ურტყამდა, არც კადრებია. კადრებია, რომ შერბის და მერე ვნახეთ, როგორი ნაცემი იყო, თორემ ხაბეიშვილიც ვერ ამოიცნობს ვერც ერთ პოლიციელს, დარწმუნებული ვარ, ნიღბიანები ურტყამდნენ. მეც არ მახსოვს, კადრები ვნახე, თორემ ძირს რომ გდიხარ და 20 კაცი გირტყამს, თავი რომ წამოვწიე, სად ვიყავი, ისიც არ ვიცოდი, ამოცნობითაც ვერ ამოვიცნობ, მაგრამ კადრებია, ამიტომ ცნეს ხაბეიშვილი დაზარალებულად და მე არ მცნეს. აბა რა დავარქვა, რანაირი გამოძიებაა ეს? ჩემს მერე ბევრი სცემეს, ორი დეპუტატი გვცემეს, რომელთაც იმუნიტეტი გვიცავს, ჩემი დაკავების უფლებაც არ ჰქონდათ, დაკავების ოქმი შემიდგინეს და ა.შ. სკოლის ბავშვები სცემეს, ერთი რომ სცემეს, იქით ბრალი წარუდგინეს, ასე ბანდიტები იქცევიან“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიციელი, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევდა და ურტყამდა, უმკაცრესად დაისაჯოს.