loader

სიახლე, რომელიც სკოლებში დაწყებითი და საბაზო საფეხურების ბოლოს განხორციელდება და რა ბედი ელის ეროვნულ გამოცდებს? - განათლების მინისტრი დაგეგმილ ცვლილებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე, რომელიც სკოლებში დაწყებითი და საბაზო საფეხურების ბოლოს განხორციელდება და რა ბედი ელის ეროვნულ გამოცდებს? - განათლების მინისტრი დაგეგმილ ცვლილებებზე

"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ დაწყებითი და საბაზო საფეხურის ბოლოს, პირველ ეტაპზე, განხორციელდეს სადიაგნოსტიკო – არა განმსაზღვრელი და სავალდებულო, არამედ შეფასებითი შეფასება, სადაც ჩვენ ვნახავთ მოსწავლის განვითარების ეტაპებს და შევაფასებთ მოსწავლისა და მასწავლებლის მიღწევებსა და შედეგებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდეგ წელს გარკვეულ პილოტირებას დავიწყებთ დაწყებით საფეხურზე და 2026 წელს, სავარაუდოდ, შევძლებთ საბაზო და საშუალო საფეხურზე შეფასებების პილოტირებას", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა.