loader

"ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე წუთებმა" - უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე წუთებმა" - უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია ვიდეომიმართვას ავრცელებს

"ახლა შეიძლება ამის თქმა, როცა ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა.

ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური მამუკა მამულაშვილი, მოწამლულ იქნა მტრების მიერ.

მაგრამ იგი ცოცხალია, იგი განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონი განაგრძობს ბრძოლას და მინდა ვუთხრა მტრებს, ჩვენს მტრებს, ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს მტრებს, რომ არავის სიკვდილი, მათ შორის, არც მეთაურის არ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას, ლეგიონის ბრძოლას, ჩვენი ხალხის ბრძოლას ერთიანი, თავისუფალი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

ჩვენი ერის მარადიულ ბრძოლას ვერავის სიკვდილი ვერ შეაჩერებს" - ამბობს უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია ვიდეომიმართვაში.

რო­გორც კობა ხა­ბა­ზი წერს, უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

"ეს და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა. ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, პა­სუხს უცი­ლებ­ლად აგებს! ეს Mamuka Mamulashvili - ის ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხია, სა­გან­გა­შოდ გაზ­რდი­ლი და­რიშ­ხა­ნის, ვერ­ცხლის­წყლის და ტყვი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

არ ვიცი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვინ არის, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­ნერ­გი­ლი თუ მო­ღა­ლა­ტე უკ­რა­ი­ნე­ლი ნა­ძი­რა­ლა, მაგ­რამ დამ­კვე­თი რომ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბია, ეჭვი არ მე­პა­რე­ბა.

რა­ტომ მა­მუ­კა?იმი­ტომ, რომ მა­მუ­კა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის სული და გუ­ლია, იმი­ტომ, რომ მისი შექ­მნი­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" წლე­ბია ამ­წა­რებს ოკუ­პან­ტებს, იმი­ტომ, რომ მა­მუ­კა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხეა, შე­უ­პო­ვა­რი, მებ­რძო­ლი, და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სახე.

დიახ, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ამის ჩამ­დე­ნი პა­სუხს აგებს, თა­ნაც ძა­ლი­ან მწა­რედ! Georgian Legion - Грузинський Легіон ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი - გმი­რე­ბის ლე­გი­ო­ნია!" - წერს ხა­ბა­ზი.