"ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღემდე არ გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას" - კახა კალაძე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართეს, პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია. აღნიშნულის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი სამწუხაროა, თუმცა ეს ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატებას ხელს ვერ შეუშლის.