loader

"საქართველოს მთავრობამ MASSIVE ATTACK-ის კონცერტის შესაძლებლობა გააჩინა, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მიმდევრებმა წაგართვეს" - ნინო წილოსანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს მთავრობამ MASSIVE ATTACK-ის კონცერტის შესაძლებლობა გააჩინა, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მიმდევრებმა წაგართვეს" - ნინო წილოსანი

"მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ MASSIVE ATTACK-ის კონცერტის შესაძლებლობა გააჩინა, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა მიმდევრებმა წაგართვეს.

აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ადამიანები საქართველოს ნაკრების წაგებას გულშემატკივრობენ ევროპაზე. არჩევანი ამ ორ ძალას შორის მარტივია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, Massive Attack-მა საქართველოში 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ჯგუფმა განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

"გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­ვა­უქ­მოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი შოუ 28 ივ­ლისს, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებ­ზე თავ­დას­ხმის გამო. ამ მო­მენ­ტში, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ Black Sea Arena-ზე გა­მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჩახ­შო­ბის მო­წო­ნე­ბად.

ცემა, და­პა­ტიმ­რე­ბა, მუ­ქა­რა და ძა­ლა­დო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ, კა­ნო­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და უარ­ყოფს ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყვე­ლა­ფერს, რა­საც ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ.

ჩვენ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებს, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­დო­ბას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მო­ის­მი­ნონ და მათი ბრძო­ლა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით და თქვენ­თან ერ­თად და­ვუკ­რავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში", - ნათქვამია Massive Attack-ის განცხადებაში.

Black Sea Arena-ს ცნობით, ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.