loader

მუსიკალური ჯგუფი Massive Attack საქართველოში დაგეგმილი კონცერტის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუსიკალური ჯგუფი Massive Attack საქართველოში დაგეგმილი კონცერტის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

მუსიკალური ჯგუფი Massive Attack საქართველოში 28 ივლისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს.

"გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­ვა­უქ­მოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი შოუ 28 ივ­ლისს, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებ­ზე თავ­დას­ხმის გამო. ამ მო­მენ­ტში, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ Black Sea Arena-ზე გა­მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჩახ­შო­ბის მო­წო­ნე­ბად.

ცემა, და­პა­ტიმ­რე­ბა, მუ­ქა­რა და ძა­ლა­დო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ, კა­ნო­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და უარ­ყოფს ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყვე­ლა­ფერს, რა­საც ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ.

ჩვენ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებს, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­დო­ბას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მო­ის­მი­ნონ და მათი ბრძო­ლა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით და თქვენ­თან ერ­თად და­ვუკ­რავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში", - ნათქვამია Massive Attack-ის განცხადებაში.

Black Sea Arena-ს ცნობით, ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად.

gp3rwlaxiaa-f4z-1718188211.jpg