loader

რას წერს ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილზე?

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს:

"მანამ, სანამ ქვეყნის მტრებმა გადაგვიყვანეს დისკუსიაში, თუ რომელი საუკუნის ხელნაწერია, რაც ასეთი ადვილად გასარკვევი ფაქტია, თანაც აუქციონს თავად აქვს ინფორმაცია მიწერილი - სინას კრებული შეიქმნა V-VII საუკუნეებში, ხოლო იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ჩაემატა მეათე საუკუნეში.

არ დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ფანტასტიკური ქველმოქმედება გაგვიკეთა, შეიძინა და ქვეყანაში დააბრუნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, მავნებლებს კი ამ პრიმიტიული პიარ სვლით უნდოდათ გადაეფარათ ფაქტი, რომ საქართველოს რეალობაში ერთადერთი ფინანსურად შეძლებული ადამიანი, ვინც ქვეყნის ინტერესებისთვის ყოველთვის, ყველაფერს აკეთებს, არის ბიძინა ივანიშვილი."