loader

სიახლე ვაშლიჯვრის კორპუსთან დაკავშირებით - "ამ კორპუსის მდგომარეობა საგანგაშოა მთელი ქალაქისა და სამშენებლო ინდუსტრიისთვის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე ვაშლიჯვრის კორპუსთან დაკავშირებით - "ამ კორპუსის მდგომარეობა საგანგაშოა მთელი ქალაქისა და სამშენებლო ინდუსტრიისთვის"

ვაშლიჯვარში 60-მდე ოჯახის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. ახალაშენებულ კორპუსს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მეოთხე კლასის დაზიანების კვალიფიკაციას ანიჭებს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბინა საცხოვრებლად უვარგისია.

მშენებელი კომპანია "ტორი" პასუხისმგებლობას იხსნის და ისრებს მერიის მიმართულებით ისვრის.

არზაყან ემუხვარის 9 ნომერში ახალაშენებულ, მრავალსართულიან შენობას ბზარები რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა. გეოლოგ თეა გოდოლაძის შეფასებით, კორპუსი არამდგარადი მასალითაა ნაშენები, რაც უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფას ნიშნავს.

ვაშლიჯვრის პროექტზე ნებართვა 2016 წელს მიიღეს, 2019 წელს კი მშენებლობა დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანია თავს ამჟამად გაკოტრებულად აცხადებას. მათ სახელზე კი რეალურად რამდენიმე პროექტი ირიცხება. ჩვენ ვცადეთ კითხვების დასმა კომპანიის წარმომადგენლებთან, თუმცა უშედეგოდ.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შეესაბამება "ტორის" მიერ აშენებული კორპუსები უსაფრთხოების ნორმებს, რადგან მათ მიერ აშენებული პროექტები ეჭვს აჩენს.

კორპუსი, რომელშიც მოსახლეობა 2019 წლიდან ცხოვრობს, ექსპლუატაციაში შესული ამ დრომდე არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ მერიას ის ამ დრომდე არ შეუმოწმებია.

რეალურად კი, პრობლემა ისაა, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება არ არის სახელმწიფოს მხრიდან გაკონტროლებული. კანონმდებლობა 2021 წელს შეიცვალა, თუმცა ის მანამდე გაცემულ ნებართვებს არ ეხება. შესაბამისად, 2018-23 წლების სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, 59 ათასი სამშენებლო ნებართვა იყო გაცემული, საიდანაც მხოლოდ 12 000 შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, 80 პროცენტში უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს.