loader

ბიჭმა 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოფაილები FACEBOOK-ში გამოაქვეყნა - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 19 წლის ახალგაზრდა დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭმა 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოფაილები FACEBOOK-ში გამოაქვეყნა - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 19 წლის ახალგაზრდა დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი. გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო.

გაცნობიდან მალევე მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა, მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა. 2024 წლის მაისში ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოფაილები გადაუგზავნა.

ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ FACEBOO-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები.

დაზარალებული არასრულწლოვანს დედის მომართვის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა ამოღებული.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.