loader

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მარტვილში მომხდარ ფაქტზე, სადაც მოქალაქეებს, რომლებიც ბალდის კანიონის გასხვისებას აპროტესტებდნენ, თავს დაესხნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მარტვილში მომხდარ ფაქტზე, სადაც მოქალაქეებს, რომლებიც ბალდის კანიონის გასხვისებას აპროტესტებდნენ, თავს დაესხნენ

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

"სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, თანასოფლელი, 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით, ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, გვიან ღამით მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში დაესხნენ თავს. დაჭრილია ორი მამაკაცი.

დაჭრილი მამაკაცები ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კარავში მყოფი პირები ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორთან დაახლოებულმა პირმა დაჭრა. გავრცელებული ცნობით, სავარაუდო დამნაშავეები პოლიციამ უკვე დააკავა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ერთი წელია, რაც კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.