loader

"ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა" - რას წერს კახა კალაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა" - რას წერს კახა კალაძე?

კახა კალაძე სოციალურ ქსელში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ის მიერ, "კრის­ტის" აუქ­ცი­ონ­ზე მი­ლი­ონ ფუნ­ტად იო­ა­ნე ზო­სი­მეს ხელ­ნა­წე­რის შეძენას ეხმაურება:

"იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი საუკუნეების შემდეგ საქართველოს უბრუნდება - ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების შედეგად, 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი წიგნი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ეს იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერია, რომელიც საქართველოში იქნება დაცული.ქართველმა სასულიერო მწერალმა და მეცნიერმა იოანე ზოსიმემ, რომლის “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” უდიდესი პატრიოტული საგალობელია, თავისი ღვაწლი და “ქება” მიუძღვნა არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის ფენომენს.ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდესი საგანძურის დაბრუნებას!" - წერს კახა კალაძე.