loader

რა უნდა იცოდეთ თუ თქვენს ბინაში რეგისტირებული უცხო ადამიანები შემთხვევით აღმოაჩინეთ - "ჩვენი სახლიდან შვიდი სრულიად უცნობი ადამიანი ამოვწერეთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უნდა იცოდეთ თუ თქვენს ბინაში რეგისტირებული უცხო ადამიანები შემთხვევით აღმოაჩინეთ - "ჩვენი სახლიდან შვიდი სრულიად უცნობი ადამიანი ამოვწერეთ"

საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმ, რუსუდან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი საკუთარ ბინაში რეგისტრირებული შვიდი სრულიად უცხო ადამიანი ამოწერა, გოცირიძე წერს, რომ მათი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.

„ჩვენი სახლიდან შვიდი სრულიად უცნობი ადამიანი ამოვწერეთ,

ჩვენს შემთხვევაში, კომუნალურებში არც კი ჩანდა მათი არსებობა, რომ არა ერთი რიგითი ფეისბუკ პოსტი, არასოდეს გადავამოწმებდით ჩვენს სახლში რეგისტრირებულ ადამიანებს. პირველად რომ გადავამოწმე, ოთხი ადამიანი იყო, ახლა უკვე შვიდი დაგვიხვდა“, - წერს გოცირიძე.

რუსუდან გოცირიძის მსგავსად, ბევრმა ადამიანმა, სრულიად შემთხვევით, აღმოაჩინა საკუთრ სახლში რეგისტრირებული სრულიად უცხო ადამიანები.

ცესკოს საიტზე, https://voters.cec.gov.ge/ პირადი ნომრისა და გვარის მითითებით მარტივად შეძლებთ გაარკვიოთ, ვინ არის რეგისტრირებული თქვენს ბინაში.

"პალიტრავიდეო" დაინტერესდა, როგორ ხდება ბინაში პირის რეგისტრაცია. როგორც იუსტიციის სახლში განგვიცხადეს, მისამართზე რეგისტაციის ორი გზა არსებობს:

„თუ პიროვნება მოვა იუსტიციის სახლში და გააკეთებს განაცხადს მისამართზე რეგისტრაციაზე, საჭიროა მესაკუთრემ გამოუხატოს თანხმობა. მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე ხდება მისამართზე რეგისტაცია, თუმცა არსებობს მეორე ალტერნატივაც.

თუ კონკრეტული პიროვნება მოვა იუსტიციის სახლში და განაცხადებს, რომ ბოლო სამი თვეა ცხოვრობს ამ მისამართზე და ამას დაუმოწმებს ორი მოწმე, მოწმეებითაც შეიძლება დაიწყოს მისამართზე რეგისტაცია.

როგორც ბინაში რეგისტაციის ასევე, ბინიდან ამოწერის ორი გზა არსებობს:

„პირველი: მესაკუთრე იუსტიციის სახლში აკეთებს განაცხადს, ამისთვის საჭიროა სულადობის ცნობა. (ცნობა უფასოდ გაიცემა). ამის შემდეგ, ბინის მეპატრონემ დამატებით უნდა წარმოადგინოს კომუნალურის ქვითარი და დაწეროს განცხადება ამოწერაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ 6 თვე უნდა იყოს გასული მას შემდეგ, რაც არ ცხოვრობს ეს პიროვნება ამ მისამართზე.

თუმცა არსებობს მეორე ალტერნატივაც.

ნებისმიერი პიროვნება, რომ მობრძანდეს იუსტიციის სახლში და გააკეთოს განაცხადი, რომ ეს პიროვნება არ ცხოვრობს 6 თვეა ამ მისამართზე და ფაქტი ორმა მოწმემ დაუმოწმოს, მოწმეებითაც დაიწყება ამოწერის პროცედურა“ - აცხადებენ იუსტიციის სახლში.