loader

სიახლე, რომელიც 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში - ვის გაეზრდება ხელფასი საშუალოდ, 500 ლარით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე, რომელიც 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში - ვის გაეზრდება ხელფასი საშუალოდ, 500 ლარით?

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 1-ელი ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება ახალ სახელფასო სისტემაზე გადადის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა 70%-ის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

„ახალი სახელფასო სისტემით ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება. ბუნებრივია, მაღალი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში, ზრდა უფრო დიდი იქნება და სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.

ახალ სახელფასო სისტემაზე, რომლის მთავარი პრინციპი ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა.

ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ბუნებრივია, სისტემა შეიმუშავებს მხარდამჭერ მექანიზმებს, რათა მასწავლებლებმა შეძლონ პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა“, - აღნიშნულია მინისტრის ანგარიშში.

წყარო :bpn.ge